თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. მათივე ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.