„მოამბე“ ცხელი წერტილიდან.
მთიან ყარაბაღში შეტაკებები სულ უფრო ინტენსიური ხდება. ჩვენი გადამღები ჯგუფები სომხეთსა და აზერბაიჯანში მუშაობენ. „მოამბის“ კორესპონდენტი ლევან ახალაია და ოპერატორი გიორგი ქასრაშვილი დღეს საომარი მოქმედებების ეპიცენტრთან ახლოს, იმ ქალაქებში იმყოფებოდნენ, სადაც აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთმა კასეტური ბომბები გაუშვა. საუბარია ქალაქ განჯაზე, მინგეჩაურზე და ტერტერის ტერიტორიაზე. „მოამბის“ კამერამ გადაიღო დაბომბილი ადგილები და ესაუბრა ადგილობრივებს. მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების არეალი სადავო რეგიონს გასცდა და მიმდებარე დასახლებები მოიცვა.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სულ დაბომბვის შედეგად განადგურებულია 300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 60-მდე სამოქალაქო ობიექტი. დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათი ნაწილი კი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები უკვე ათი დღეა მიმდინარეობს.
კადრები კონფლიქტის ზონიდან, – ლევან ახალაია გვეტყვის, რა ვითარებაა აზერბაიჯანის იმ ქალაქებში, რომლებიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება.