საქართველოს ღვინის კულტურასთან 8 000 წლიანი ისტორია აკავშირებს. ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ქვემო ქართლის რეგიონს, კერძოდ ბოლნისს უკავია. ამჯერად რაიონში 40-მდე მეღვინე საქმიანობს. მათ უმრავლესობას მარნები ძველ გერმანულ სარდაფებში აქვთ მოწყობილი.
რუსუდან ლოლაძემ მოინახულა რამდენიმე საოჯახო მარანი და ბოლნისური ღვინის პერსპექტივაზე გვიამბობს.