ინიციატივა, რომლისკენ ხელისუფლებას სწორედ მოსამართლეების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნამ უბიძგა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგამოძიებო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტების შესაფასებლად შექმნას. ბიზნეს-რეკეტი, წამების და სასტიკი მოპყრობის შემთხვევები ციხეებში, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები – ნიურნბერგის პროცესის ერთგვარი ქართული ანალოგის მიზნად საზოგადოებისთვის წინა ხელისუფლების პერიოდის დანაშაულებრივი ქმედებების შეხსენება სახელდება. ირაკლი კობახიძე დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ფიქრობს, რომ ხელისუფლების მართვის სადავეებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოცილებიდან 10 წლის შემდეგ ე.წ. მორალური სასამართლოს მოწყობა საჭირო და დროულია.
რეაქციები მძიმეა ოპოზიციიდან. გიორგი კობერიძე არკვევდა, სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებების პარალელურად, მიეცემა თუ არა და რა ფორმით, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს პოლიტიკური შეფასება.