მკვლელობა თერჯოლაში

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი მოკლული ნახეს. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნის.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.