დოლიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მომდებები დასრულებულია. კაცმა, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. მომხდარს შეესწრო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი პირი.
სროლის შემდეგ მამაკაცმა თავის არეში თვითდაზიანებები მიიყენა. მისი მდგომარეობა მძიმეა.