დიდ დიღომში მოკლული პოლიციელის ცხედარი გლდანში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გადაასვენეს. ადგილზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები, კოლეგები და ახლობლები იმყოფებიან. მათთვის უცნობია, რას მოჰყვა დაპირისპირება. გავრცელებული ინფორმაციით, მირიან მეფის ქუჩაზე შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.