შურისძიების მოტივით, 52 ქალი მოკლეს თბილისში. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 39 წლის მამაკაცია დაკავებული. ის წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, მან ქალს მისსავე ნაქირავებ ბინაში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.