მკვლელობა თბილისში

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ამ დრომდე პოლიციას არავინ დაუკავებია. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალის ცხედარი მეზობლებმა ხელფეხშეკრული გუშინ იპოვეს.

მოამბე