ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. დანაშაული სამეგრელოში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდში მეუღლეს – 1966 წელს დაბადებულ ქალს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.