ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული დოლიძის ქუჩის 29 ნომერი, სადაც წუხელ 42 წლის მამაკაცი მოკლეს. მამაკაცს რამდენიმე ტყვია მისავე საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოსვლისას ესროლეს. ის ადგილზე, სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, გასროლამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. გამოძიება უკვე დაწყებულია.