„მხატვარი და ეპოქა“, – ეროვნული მუზეუმი საქართველოში მოღვაწე პირველი ებრაელი მხატვრის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენას ამზადებს.
შალომ კობოშვილი ცხოვრების ბოლო წლებში თბილისში ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დარაჯად მუშაობდა. სწორედ იქ დაიწყო 61 წლის ასაკში ხატვა და 60-მდე ნამუშევარი შექმნა.
შალომ კობოშვილის ნამუშევრები მე-19 საუკუნის ახალციხეში ებრაელთა კულტურას, მათ ცხოვრებას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს ასახავს. ექსპოზიცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 16 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი.