„მხატვარი და ეპოქა“ – გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 

21:59, 22.12.2021

„მხატვარი და ეპოქა“, – ეროვნული მუზეუმი საქართველოში მოღვაწე პირველი ებრაელი მხატვრის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენას ამზადებს.

შალომ კობოშვილი ცხოვრების ბოლო წლებში თბილისში ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დარაჯად მუშაობდა. სწორედ იქ დაიწყო 61 წლის ასაკში ხატვა და 60-მდე ნამუშევარი შექმნა.

შალომ კობოშვილის ნამუშევრები მე-19 საუკუნის ახალციხეში ებრაელთა კულტურას, მათ ცხოვრებას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს ასახავს. ექსპოზიცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 16 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი