საქართველოს სამთო გამყოლთა ორგანიზაციებმა, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და მათმა უკრაინელმა კოლეგებმა ჰუმანიტარულ მისიებში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვეს და თქვეს, რომ წყვეტენ რუსი ტურისტების მომსახურებას. ერთობლივი განცხადება მათ თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გააკეთეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს, უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, სამთო გამყოლთა ასოციაციის წევრობის სტატუსი შეუჩერა.