კარანტინის ზონად გამოცხადებული ლენტეხი და ერთ დღეში სრულად შემოწმებული სოფელი მელე. მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში ამ დროისთვის მცხოვრები 50-ვე ოჯახი გამოკვლეულია. დასრულებულია სადეზინფექციო სამუშაოების პირევლი ეტაპიც. ლენტეხში გადაადგილება მკაცრად შეზღუდულია. მაღალი რისკის ზონაში მუშაობენ სააფთიაქო ქსელები და სასურსათო მაღაზიები. რაიონში ამ დროისთვის ხუთი დადასტურებული შემთხვევაა – მათი ყველა კონტაქტი მოძიებულია.
ჩაკეტილ ლენტეხში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი რჩება. ნოდარ ჩაჩუა ბოლო ცნობებს მოგვაწვდის ადგილიდან.