მილიონ ნახევარზე მეტი აზომილი მიწის ნაკვეთი და მილიონზე მეტი საკუთრების ახალი უფლება – ასეთია მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ორი წლის შედეგები. ანგარიშის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
რეფორმის წარმატების გამო, მიღებულია ახალი გადაწყვეტილება – პროგრამა ერთი წლით გახანგრძლივდება და 2025 წლის ბოლოს დასრულდება. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლიდან დაიწყო და ის ქვეყნის მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
თამუნა ნადარეიშვილი დეტალებით.