მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველო დღეს კიდევ ერთხელ ახსენეს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხდა, რომ ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც, რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები. მაიკ პომპეომ კონფერენციაზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მიმართა და თქვა, რომ რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი საფრთხის წინაშეა.
გერმანიაში მიმდინარე ღონისძიებას ესწრება ქართული დელეგაცია. პარალელურად, მთავრობის წევრები ორმხრივ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მართავენ.
„მოამბე“ მიუნხენიდან – ანა ბროლაძე დეტალებით.