მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულებულია. ბავარიის დედაქალაქი ღონისძიებაში მონაწილე დელეგაციების დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა. ორმხრივი შეხვედრები დაასრულეს ასევე ქართული დელეგაციიდან თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა დავით ზალკალიანმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან გამართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კონფერენიის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კონფერენციაზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები მაღალი ტრიბუნიდან არაერთხელ იყო გაჟღერებული და აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე, რაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება.
დავით ზალკალიანმა მაღალი შეფასება მისცა კონფერენციის ფარგლებში გერმანელ პარტნიორებთან, მათ შორის გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელთან და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან შეხვედრას.