მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის დებატები გაიმართა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის და ეს ისტორიული ფაქტია, რაზეც სომხეთის პრემიერმა უპასუხა, რომ თუ ილჰამ ალიევი ისტორიას ჩაუღრმავდება, ნახავს, რომ სომხეთის მეფის ტიგრან დიდის დროს სამხრეთ კავკასიაში ასეთი ქვეყანა – აზერბაიჯანი არ არსებობდა.
დებატებისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემა სტალინის პირადი ინიციატივა იყო. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „ისტორიულად აქ ცხოვრობდნენ სომხები, ქართველები, მაგრამ არა აზერბაიჯანელები“. მიუნხენის კონფერენცია დღეს ოფიციალურად დაიხურება.