მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

საქართველოს დელეგაცია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. გერმანიაში რჩება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მოლაპარაკებების მთავარი თემა შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა.

ასევე, ერთ-ერთი მთავარი საკითხია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და პროცესი ამ გზაზე. მოლაპარაკებები აქვს ჩანიშნული საგარეო უწყების ხელმძღვანელსაც. დავით ზალკალინი შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან გამართავს.

მიუნხენშია ჩვენი გადამღები ჯგუფი – დეტალებით ანა ბროლაძე გერმანიიდან.