მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

გერმანიაში უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება – მსოფლიო ლიდერები მიმდინარე გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ. დღეს პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს საქართველოს მისწრაფებაზე, იყოს მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.

ანა ბროლაძე აშუქებს მიუნხენის კონფერენციას.