მსოფლიო ლიდერები უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრებენ.
რა გამოწვევების წინაშეა ევროპა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. დისკუსია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალინდელ დისკუსიაში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილს ასევე დაგეგმილი აქვს სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრები.