თებერვლის ბოლოს აშშ-ში ახალი მემორანდუმისა და თავდაცვის სფეროში 5-წლიანი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მემორანდუმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, პირველი შეფასებები გუშინ მიუნხენში, თავდაცვის მდივანთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
ქართული მხარე აცხადებს, რომ ამერიკა ზრუნავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ახალი მემორანდუმი, რომელიც 2019 წელს გაფორმდება, ყოვლისმომცველი იქნება. პარალელურად, საქართველო ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნის ინიციატივაზე მუშაობს, რომელშიც ნატო-ს წევრი ქვეყნები და პარტნიორები იქნებიან ჩართული.