მიუნხენი უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს.
ღონისძიება დღეს გაიხსნა და მასში პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობს ქართული დელეგაციაც. კონფერენციის ძირითადი საკითხები წელს ევროკავშირის გაძლიერება და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობაა. ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრებს დილიდან მართავენ. ცოტა ხანში შედგება საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის შეხვედრაც.
ქეთევან ქარდავა მიუნხენიდან.