ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბაკურიანში, „მიტარბის“ პირველ ტრასასთან არსებული საბაგიროს გაჩერების მიზეზების დასადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილი დღეს იმყოფებოდა ბაკურიანში. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის მოადგილის, თეიმურაზ გამცემლიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რამ გამოიწვია საბაგიროს შეფერხება – პროცესში, ქართული მხარის გარდა, ჩაერთვნენ ევროპელი სპეციალისტები. „საბაგირო დღეს უკვე მუშაობს და დამსვენებლებს ემსახურება. ეკონომიკის მინისტრის დავალებით, ბაკურიანში დღეს ასევე იმყოფებოდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი თქმით, დეპარტამენტი მაღალკვალიფიციურ კადრებთან, ელექტროსისტემების ექსპერტებთან ერთად აწარმოებს მოკვლევას ფაქტთან დაკავშირებით.