მთის კვირეული მესტიაში

მთის კვირეულის დასკვნით ღონისძიებას მესტია მასპინძლობს. ჰეშკილის ქოხებთან ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები იმართება, დაგეგმილია  გასართობი და სპორტული აქტივობები, საღამოს კი ადგილობრივ მოგზაურებს თუ უცხოელ ტურისტებს „გოდელას“, „სალიოსა“ და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდის კონცერტები ელოდებათ.

მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კულინარიას, მომზადდება ადგილობრივი კერძები, სპეციალურად ჩასული ცნობილი შეფ-მზარეულები კი მასტერკლასებს გამართავენ. კვირეულის მიზანი მთის კურორტების პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვაა. კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები თუშეთსა და ყაზბეგშიც გაიმართა.