„მისწერე წერილი მომავალ თაობებს“ - კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

„მისწერე წერილი მომავალ თაობებს”-  წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა. რჩეული წერილი „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება. წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით უკვე მეთერთმეტედ გაიმართა. კონკურსის მიზანი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის შენარჩუნებაა.