მირიან კუკავას განზრახ მკვლელობის საქმეზე დავით ჯიჯეიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებას წინ მცხეთის რაიონულ სასამართლოში ოთხსაათიანი პროცესი უძღოდა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჯიჯეიშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა აღიარებს, რომ 20 წლის ახალგაზრდა მის მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ჯიჯეიშვილს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მკვლელობაში ბრალდებულის გარდა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა კიდევ შვიდ პირს შეუფარდა. საქმეზე მომდევნო პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა.
რა გაცხადებები გააკეთეს ბრალდებისა და დაცვის მხარემ – პირდაპირი ჩართვა.