განახლებული მთავრობა პარლამენტისგან დღეს ნდობის გამოცხადებას ელის.
კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე, რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლები გრძელდება. ამ წუთებში ორ საათზე მეტია, პრემიერი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს, რის შემდეგაც ტრიბუნას ფრაქციების წარმომადგენლები დაიკავებენ.
გამოსვლის დროს გიორგი კვირიკაშვილი სამინისტროების 18-დან 14-მდე შემცირების და ხარჯების ოპტიმიზაციის საკითხსაც შეეხო.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დაზოგილი თანხების შესახებ მონაცემები მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი.
შორენა ხვიჩია ადევნებს თვალს რიგგარეშე სხდომას.