პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ლაშა ხუციშვილი კანონმდებლებს უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშს მინისტრის საათის ფორმატში წარუდგენს. ოპოზიციას მწვავე კითხვები აქვს, რაც ქვეყნის საგარეო ვალსა და ეროვნულ ვალუტას ეხება. მინისტრის საათის ფორმატში, დღის ბოლოს გაიმართება პოლიტიკური დებატებიც.