შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მყოფ დავით ზალკალიანს დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს. პირველი ვიცე-პრემიერი კანონმდებლებს უწყების საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა.