მინისტრის საათი პარლამენტში

დღეს პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენენ. ირაკლი ქარსელაძე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატშია წარდგება. ის უწყების მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. მანამდე, მიმდინარე კვირაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც კომიტეტის წევრებს რიკოთის მაგისტრალთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრთან კონკრეტული კითხვები აქვს ოპოზიციას. მათ აინტერესებთ მიმდინარე პროექტების ხარისხი და ფინანსები, თუ რა თანხებია დახარჯული პროექტებში, რომლებიც გეგმის გათვალისწინებით, უკვე დამთავრებული უნდა იყოს.