ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბრიუსელში, პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს. შეხვედრა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება. მინისტერიალის დაწყებამდე გაიმარტა პირისპირ შეხვედრა.
აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.