საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში

12:05, 16.05.2022

ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და უკრაინის დასახმარებლად გადასადგმელი ნაბიჯები. ბერლინის შემდეგ მსჯელობა უკვე ბრიუსელში მიმდინარეობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესების საკითხსაც განიხილავენ.

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლიც ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ქართველი დიპლომატი უკვე ესაუბრა ბულგარელ კოლეგას.

ასოცირებული ტრიოს პერსპექტივებზე და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინზე, ასევე ევროპელი დიპლომატების სამუშაო დღის წესრიგის შესახებ, ანა ბროლაძე მოგვიყვება.

 

მსგავსი