ეკონომიკის მინისტრი ხიბულაში

სოფელ ძველ ხიბულაში, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და გაზიფიცირების შესახებ ესაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება. ნათია თურნავას განცხადებით, 2019 – 2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება.

სოფელში მასშტაბურ სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. მოსახლეობას გაზიფიცირების და ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას, ბიძინა ივანიშვილი სოფელ ხიბულაში ყოფნისას დაპირდა.