ბაქოში დღეიდან სამმხრივი მინისტერიალი დაიწყო. მასში საქართველოსთან ერთად, თურქეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობს. მინისტერიალი სამი ქვეყნის ჩართულობით, 2012 წლიდან იმართება. რეგიონულ დონეზე ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც სამი ქვეყანა თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული. უკვე ბაქოშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ხვალ კი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერი ჩავა და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
მინისტერიალი დილიდან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით გაიხსნა. ამ წუთებში კი მხარეები სამმხრივ პრესკონფერენციას მართავენ, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენ დავუბრუნდებით ბაქოს და შემოგთავაზებთ, რა გზავნილები გააკეთეს მხარეებმა.