მიმდინარე პროცესები „ევროპულ საქართველოში“

„ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა გოგორიშვილი საუბრობს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პარტიიდან ლიდერების წასვლა არ იგეგმება. რაც შეეხება პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს, გოგორიშვილი განმარტავს, რომ წესდების მიხედვით, პარტიას აქვს ვალდებულება გადახედოს როგორც სტრუქტურულ წყობას, ისე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას. გოგორიშვილი განმარტავს, რომ ეს ცვლილებები დაკავშირებული იქნება იმ შედეგებთან, რომელიც პარტიამ სხვადასხვა რაიონსა თუ უბანში მიიღო.

მოამბე