მიმართვა პატრიარქს

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნა კიდევ ერთხელ აქტიურდება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილი პატიმრის ახლობლები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. პარალელურად საინიციატივო ჯგუფი სასულიერო პირის შესაწყალებლად პატრიარქს პრეზიდენტთან შუამდგომლობას სთხოვს.

მთავარ არგუმენტად დეკანოზის ჯანმრთელობის პრობლემები სახელდება, რის გამოც მის ციხეში დაბრუნებას ადვოკატები და ახლობლები საფრთხისშემცველად მიიჩნევენ.

მძიმე დანაშაულში ბრალდებული გიორგი მამალაძის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. თუმცა ეს უფლება არ გამოუყენებია წინა პრეზიდენტს, რომელსაც ერთი წლის წინ მიმართეს.

შეწყალების შარშანდელ მცდელობასთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი.