მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. უფლებადამცველებმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები მოისმინეს.

დოკუმენტებში საუბარია, რომ სააკაშვილის ბრალი დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ ორგანიზაციების ანგარიშები მიკერძოებულია, რადგან აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები სააკაშვილთან დაახლოებული პირები იყვნენ, მათ შორის ბრალდების მხარე ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი ტუღუშს ასახელებს და აცხადებს, რომ მტკიცებულებაში წარმოდგენილი ერთ-ერთი ანგარიში სწორედ მისი ორგანიზაციის მიერაა შექმნილი.

მიხეილ სააკაშვილს გამოძიება ამ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. კონკრეტულად კი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულ პირთა შეწყალებას.