მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობას მილიონიანი მარშის მოწყობას ჰპირდება
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობას მილიონიანი მარშის მოწყობას ჰპირდება

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობას მილიონიანი მარშის მოწყობას ჰპირდება.

„თუ მილიონების მარში გსურთ, მიიღებთ”,- აცხადებს საააკაშვილი. ის მილიონების მარშს დღეს საღამოს, 18:30 საათზე აანონსებს. სააკაშვილის მომხრეები რადას წინ არიან შეკრებილები.

სიტყვით გამოსვლის დროს ოდესის ოლქის ყოფილმა გუბენრატორმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების შეცვლის გეგმა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. კიევში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. სამთავრობო უბანს დაახლოებით ორი ათასი პოლიციელი იცავს.