ოთარ კახიძე - 7 ნოემბერს პოლიციელების მხრიდან  ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, თუმცა არავინ დასჯილა
ოთარ კახიძე - 7 ნოემბერს პოლიციელების მხრიდან  ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, თუმცა არავინ დასჯილა

7 ნოემბერი ნამდვილად ძალიან მძიმე დღე იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნოემბრის მოვლენების ავანგარდში მყოფ ბადრი პატარკაციშვილს განზრახული ჰქონდა ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზებით შეცვლა. როგორც კახიძე აცხადებს, იმ დროს ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილთან ერთად პატარკაციშვილის წინააღმდეგი იყო.

ამასთან, კახიძე აღნიშნავს, რომ 7 ნოემბერს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც არავინ დასჯილა.

„აშკარაა, რომ ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც მაშინ ავანგარდში იყო იმ მოვლენების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზებით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობის განზრახვა ჰქონდა. ამ მიზნით გეგმავდა მოსყიდვის გზით შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზაციას, დაძინებას, როგორც იგი თავადვე აცხადებდა. ბიძინა ივანიშვილი მაშინ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა პატარკაციშვილის წინააღმდეგ. მაშინ ივანიშვილი იყო თავიდან ბოლომდე სააკაშვილის მოკავშირე პატარკაციშვილის გასანეიტრალებლად, პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ვგულისხმობ. შემდგომ ამას მოყვა არა ერთი, ჩემი აზრით, მცდარი ნაბიჯი, რასაც შემდგომ მოყვა პოლიტიკური პასუხისმგებლობა – მიხეილ სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან, დაინიშნა ხელახალი არჩევნები. პოლიციელების მხრიდან ხშირ შემთხევაში ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და არაპროპორციულ გამოყენებას, თუმცა ამასთან დაკავშირებით პოლიციელები არ დასჯილან, რადგან ხელისუფლების სამიზნე ყოველთვის იყო პოლიტიკური ოპონენტი და არა ცალკეულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ჩამდენი პირი”, – აღნიშნა კახიძემ.