მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მონაცემები ნორმაშია და არ გაუარესებულა. მისივე განმარტებით, თავად სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში დასუსტებულია. რაც შეეხება სახელმწიფო კონსილიუმს, ფსიქიატრები იმყოფებოდნენ გორის ჰოსპიტალში, თუმცა პატიმარმა სააკაშვილმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამ წუთებში მას ადვოკატი ხვდება, მანამდე კი მის მოსანახულებლად ლევან ვარშალომიძე იმყოფებოდა.