მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა და არ არის მოწამლული და ეს ფაქტი ლაბორატორიული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა“- განცხადება ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა.

მალხაზ ურთქმელიძე გამოეხმაურა ლიმბახის გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხებს, სადაც გამოკვლეულია ორგანიზმში არსებული მძიმე მეტალების რაოდენობა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ის ნორმაშია. ურთქმელიძის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია“.