უკვე ორი საათია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ევროპაში მხარდამჭერებს ხვდება.
შეხვედრის ადგილი ამჯერად რომია, თუმცა ბელგიის მსგავსად, როგორც ემიგრანტების ნაწილი განმარტავს, შენობაში განსხვავებული აზრის გამო, არც ამჯერად შეუშვეს.
შეხვედრების დარბაზში დღეს ვერ მოხვდნენ ვერც ჟურნალისტები. შესაბამისი აკრედიტაციის მიუხედავად, ჩვენს რეპორტიორებს რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე სასტუმროს შესასვლელთან უწევს მუშაობა. მიმდებარე ტერიტორიაზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.