რომში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის პარალელურად, ქართველი ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს [ფოტო]
რომში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის პარალელურად, ქართველი ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს [ფოტო]

რომში სასტუმრო „პალაცო ნაიადოსთან“, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრა იმართება, ქართველი ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ემიგრანტები ამბობენ, რომ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. მიზეზად აქციის მონაწილეები იმას ასახელებენ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

სასტუმროსთან პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციას აქვს ბრძანება, ისინი არ შეუშვან სასტუმროში.

სააკაშვილის შეხვედრის გაშუქების საშუალება არ მიეცათ ჟურნალისტებს, შეხვედრაზე მხოლოდ ოპერატორები შეუშვეს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რომში სააკაშვილთან შეხვედრაზე დასწრების საშუალებას მისცემდნენ, მოგვიანებით კი ისინი შენობაში არ შეუშვეს.