მიხეილ რამიშვილის ბრიფინგი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველები, იმ ადგილთან მისასვლელი გზების შესწავლას აპირებენ, სადაც 23 წლის პროგრამისტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი, ეკა ქობესაშვილი აცხადებენ, რომ თავად აპირებენ შეისწავლონ, რა გზებით ხდება დაკავშირება იმ ადგილთან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს. ადვოკატების თქმით, მათ აქვთ ეჭვი, რომ ამ გზაზე ბაჩალიაშვილი იმ მეორეხარისხოვანი გზით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული. ასევე ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს.