100 წელი გავიდა იმ ცნობილი ლექსის დაწერიდან, რომლის ავტორი წლების განმავლობაში საკუთარ ნამუშევრებს ტყეში მალავდა.
ჩარგალში მიხა ხელაშვილის იუბილე აღნიშნეს. მწერალი საბჭოთა რეჟიმის მხრიდან მუდმივად იდევნებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი ნაწარმოებები ხალხური პოეზიის ნიმუშებად ვრცელდებოდა და საყოველთაო პოპულარობოთ სარგებლობდა. მათ შორისაა „ლექსო, ამოგთქომ, ოხერო“ და „ბინდისფერია სოფელი“.
1924 წლის აჯანყების მონაწილე და საბჭოთა რეჯიმის მიერ დახვრეტილი მწერლის შესახებ თათია კუჭიხიძე გვიამბობს. მის რეპორტაჟში უნიკალური საარქივო მასალაც იქნება გამოყენებული, რომელშიც პოეტის შვილი თამარი მამას იხსენებს.