საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში 2022 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის იმპლემენტაციის მიზნით, კონსულტაციის მეორე რაუნდი გაიმართა. შვეიცარიის დელეგაციას საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სახელით იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა. მხარეებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: არალეგალური მიგრაციის პრევენცია, თავშესაფრის საკითხები, საპროექტო თანამშრომლობა და მემორანდუმით გათვალისწინებული სხვა მიმართულებები. იუსტიციის სამინისტროს გარდა, სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყვნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხვადასხვა წევრი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.