მეწყრული პროცესები - ინტერვიუ ბესო ამირანაშვილთან

გასული დღეების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ასეული მეწყერი გააქტიურდა.

გეოლოგების ცნობით, თოვლისა და წვიმის სახით მოსული უხვი ნალექი ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო. ბოლო სტიქიური პროცესი, რომელიც მორიგჯერ გახდა მოსახლეობის გახიზვნის მიზეზი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში იყო. სოფელში ჩავიდნენ გეოლოგები. სასწრაფოდ აუცილებელი იყო ოთხი ოჯახის გადაყვანა დროებით თავშესაფარში. სპეციალისტებმა სულ 22 სახლი და მიმდებარე ტერიტორია შეისწავლეს.

ადგილზე არსებული ვითარების შესახებ „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესო ამირანაშვილმა უპასუხა.