თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მევიოლინეთა და პიანისტთა შესარჩევი მოსმენა მიმდინარეობს. გამარჯვებული ორი ხელოვანი უნგრეთის ეროვნული ფილარმონიის ორკესტრთან, საერთაშორისო სერიაში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებისთვის სამი პიანისტი და სამი მევიოლინე იბრძვის. პროექტი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ბუდაპეშტში, საპარლამენტო ვიზიტის დროს შეთანხმდა.